fbpx
zeti

ვინ იხეირა ზეთის სუბსიდირების პროგრამით?

მთავრობამ გასულ წელს 1.5 მილიონი ლიტრი ზეთი შეიძინა და მასში ბიუჯეტიდან 1.42 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

ა(ა)იპ “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ” ზეთი შპს “მზიურისგან” შეიძინა. კომპანიის დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრს 2017-2018 წლებში სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნებისთვის 160,000 ლარი აქვთ შეწირული. 

სააგენტომ “მზიურისგან” რუსული წარმოების golden drop, “забава”, bunge pro, семеновна და don donio-ს ზეთები შეიძინა. შემდეგ კი 1.5 მილიონი ლიტრიდან 1,460,000 ლიტრი აუქციონით მიჰყიდა სამ კომპანიას: შპს “ჯიბეს,” შპს “გიდანს” და შპს “თიკოს.” დარჩენილი 40,000 ლიტრი ზეთი კი შსს-ს უსასყიდლოდ გადასცა.

შპს “ჯიბეს” სულ გადაეცა 3.7 მილიონი ლარის ღირებულების (1.3 მლნ ლიტრი) ზეთი, შპს “გიდანს” 387 ათასი ლარის (134,375 ლიტრი), შპს “თიკოს” კი 84 ათასი ლარის (29,166 ლიტრი). მთავრობამ 1 ლიტრი ზეთი აუქციონზე 2.88 თეთრად გაყიდა, ანუ 25 თეთრის მოგებით.

შპს “ჯიბეს” მფლობელს, გიორგი ბერიანიძეს “ქართული ოცნებისთვის” 2017 წელს 10 ათასი ლარი აქვს შეწირული. ეს ის კომპანიაა, შარშან გაზაფხულზე covid-19-ის გამო ჩაკეტილი რეგიონებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტი რომ გამოჰქონდა. მარაგს თბილისში ქმნიდა და შემდეგ დიდ სუპერმარკეტებსა და საცალო ქსელებზე ანაწილებდა.

საქსტატის მიხედვით, წელს ზეთი შარშანდელთან შედარებით, 36 პროცენტით გაძვირდა. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რევაზის “მეორედ მოსვლა”
revazi

რევაზის “მეორედ მოსვლა”

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share