fbpx
zestafoni

ადმინისტრაციული გარემოსდაცვითი დანაშაულები ზესტაფონში

ავტორი: ცირა გვასალია

2014 წელს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ზესტაფონში, ადმინისტრაციული გარემოსდაცვითი დანაშაულის ჩადენისთვის, 36 კომპანია დააჯარიმა. 

დადგენილ ჯარიმათა საერთო ოდენობა 17 ათას ლარზე მეტია.  ზოგი კომპანიის ჯარიმა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ჯარიმების გადახდის პროცესს არ აკონტროლებს.  სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯარიმის გადახდის ადმინისტრირება შესაბამისი სასამართლოების პასუხისმგებლობაა.

ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, ჯარიმების გადახდის ქვითრები სამინისტროს არ მოუწოდებია. უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ინფორმაციას, თუ რომელმა კომპანიებმა გადაიხადეს ჯარიმით დაკისრებული თანხა.

  • რუკაზე, წითლად აღნიშნულ სიმბოლოზე დაწკაპუნებით, მიიღებთ ინფორმაციას კომპანიის სახელწოდების, გარემოზე მიყენებული ზარალის ოდენობისა და დარღვევის ტიპის შესახებ.

ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ სისხლის სამართლის დანაშაულებს საქართველოს მასშტაბით, ადმინისტრაციულ დანაშაულებს თბილისსა, ჭიათურასა და ბოლნისში.


 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
შეიძლება თუ არა დეკლარაციის არასწორად შევსება?
declar

შეიძლება თუ არა დეკლარაციის არასწორად შევსება?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share