
"პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე პარლამენტს კანონპროექტების ცვლილებით 6-ჯერ მიმართეს. უარყოფილია მათ მიერ შეთავაზებული ცვლილებების ერთი პროექტი, ხუთი კი დღემდე განხილვაშია. "პატრიოტთა ალიანსის" ექვსი წევრის ხელფასებისა და მივლინებებისთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან დახარჯულია 581,000 ლარი.