fbpx
Frontera Resources 1024x577 1

„ფრონტერა“ ლონდონის ბირჟიდან მოხსნეს

“ფრონტერა რესურსი” ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან (AIM) მოიხსნა. “ფრონტერა რესურსი” ამერიკული კომპანიაა, რომელიც ბოლო 20 წელია საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებითაა დაკავებული.

“ფრონტერამ” სიიდან ამოღების შესახებ 24 იანვარს საკუთარ ვებ-გვერდზე განაცხადა. აქციონერებს 24 დეკემბრიდან წილების ყიდვა-გაყიდვა აღარ შეეძლოთ, მას შემდეგ, რაც კომპანია Cairn Financial Advisors „ფრონტერას“ დანიშნული მრჩეველის პოზიციიდან გადადგა. ხოლო ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრის (AIM) მოთხოვნაა, რომ ყველა კომპანიას ჰყავდეს დანიშნული მრჩეველი.

Cairn Financial Advisors-მა გადადგომის მიზეზი არ დაასახელა. თუმცა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც “ფრონტერამ” განაცხადა, რომ 2 მილიონიანი სესხი აიღო.

“ფრონტერა” კაიმანის კუნძულების სასამართლოში საკუთარი გამგეობის წევრს ედავება. კომპანია მას ინტერესთა კონფლიქტში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საბჭოს წევრს “ფრონტერაზე” კონტროლის მოპოვება სურდა.

2018 წელს “ფრონტერამ” გაზის მოპოვება გააუმჯობესა, განსაკუთრებით კახეთში არსებული ჭაბურღილებიდან. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ საქართველოში მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი დაუბრუნდა უკან.

1997 წლიდან საქართველოს მთავრობას “ფრონტერასთან” წარმოების გაზიარების შეთანხმება აქვს. თუმცა მხარეებს ერთი წელია ამ საკითხზე დავა აქვთ და გადაწყვეტისთვის არბიტრაჟსაც მიმართეს.

“ფრონტერას” ფინანსური პრობლემის შესახებ საჯარო წყაროებიდან გავიგეთ,” – ამბობს გიორგი ტატიშვილი, “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” დირექტორი “აი, ფაქტთან” საუბრისას. “ფრონტერასთან კონტრაქტი კონფიდენციალობის მუხლსაც მოიცავს. ამიტომ კონტრაქტის დებულებებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ „ფრონტერასთან“ საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს”.

“კომპანიისთვის პრობლემაა ლონდონის საფონდო ბირჟის სიიდან მოხსნა. თუ კომპანიას აქვს რაიმე სახის პრობლემები, ეს, ბუნებრივია, მის საქმიანობაზეც აისახება და აქედან გამომდინარე, შეიძლება, ჩვენზეც იქონიოს გავლენა. თავად კომპანიის გადასაწყვეტია რა ფინანსურ სტრატეგიას აირჩევს.”

კომენტარები
Total
0
Shares
Next
სინგაპურის სასამართლომ ივანიშვილის სარჩელი არ განიხილა
bidzina

სინგაპურის სასამართლომ ივანიშვილის სარჩელი არ განიხილა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share