Media logo
საყდრისი
გარემოს დაცვა

საქართველოში 24 კომპანია საჭირო დოკუმენტის გარეშე მოიპოვებს ბუნებრივ რესურსს

საყდრისი

საქართველოში რესურსების მომპოვებელ 24 კომპანიას წიაღის ათვისების გეგმა არ აქვს, თუმცა, ბევრი მათგანი უკვე ათწლეულია, რაც რესურსს მოიპოვებს. წიაღის ათვისების გეგმის არმქონე კომპანიებს შორის არიან კაზრეთში ოქროს მომპოვებელი კომპანიები: RMG Copper, RMG Gold და მათთან დაკავშირებული ორი კომპანია სააქციო საზოგადოება “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდი” და შპს “კავკასიის სამთო ჯგუფი.”

წიაღის ათვისების გეგმა არის კომპანიის ხანგრძლივვადიანი და სტრატეგიული ხედვა იმაზე, თუ როგორ მოიპოვებს ის რესურსს სალიცენზიო ვადის ამოწურვამდე. ეს გეგმა კომპანიამ ლიცენზიის პირობების თანახმად გარემოს ეროვნულ სააგენტოში უნდა წარადგინოს.

გამოიწერე "აი, ფაქტი"
"აი, ფაქტის" სიახლეების გამოსაწერად ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა