fbpx
energo

ვის ეკუთვნის საქართველოს ენერგოსექტორი

საქართველოში მოქმედი ჰესებისა და მცირე ელექტროსადგურების სიმძლავრეა 4,243 მგვტ. აქედან 2,040 მგვტ სიმძლავრე უცხოელი ინვესტორების ხელშია. 100 ობიექტიდან 47 ეკუთვნით  უცხოელ ინვესტორებს.

ჩვენ დავითვალეთ იმ ჰესებისა და ელექტროსადგურების რაოდენობა, რომლებსაც უცხოელი მფლობელები ჰყავთ და სიმძლავრეების მიხედვით დავალაგეთ:

1. 10 ობიექტი ეკუთვნის ოფშორულ კომპანიებს და მათი საერთო სიმძლავრეა 622 მგვტ  (9 კომპანია ეკუთვნის შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფს“ – გენერალური დირექტორი დავით ბეჟუაშვილი)

2. 16 ობიექტი არის ჩეხეთის მოქალაქეების/კომპანიების საკუთრება და მათი საერთო სიმძლავრეა 593.6 მგვტ. ამ 16 ობიექტიდან „ენერგო პრო ჯორჯიას“ მფლობელობაშია 14.

3. 2 ობიექტი ეკუთვნის რუსულ კომპანიას, საერთო სიმძლავრე 222.8 მგვტ

4. ერთი ობიექტი, ვარციხეჰესი ეკუთვნის ლუქსემბურგულ კომპანიას. სიმძლავრე 184 მგვტ

5. 3 ობიექტი ეკუთვნის ნიდერლანდურ კომპანიას. საერთო სიმძლავრე 182 მგვტ

6. 3 ობიექტი ეკუთვნის თურქულ კომპანიებს, საერთო სიმძლავრე 161 მგვტ.

7. ერთი ობიექტი ეკუთვნის ჩინურ კომპანიას, სიმძლავრე 24 მგვტ

8. 3 ობიექტი ეკუთვნის ქართულ-ბრიტანულ კომპანიას, სიმძლავრე 21.4 მგვტ

9. ორი ობიექტი ეკუთვნის ქართულ-ავსტრიულ კომპანიას, სიმძლავრე – 10.5 მგვტ

10. ქართულ-არაბულ კომპანიას (შპს „აკვაჰიდროს“) ეკუთვნის ორი ობიექტი, რომელთა საერთო სიმძლავრე 7 მგვტ-ა

11. ერთი ობიექტი ეკუთვნის ესტონურ კომპანიას, სიმძლავრე 5.5 მგვტ

12. ერთი მცირე ელექტროსადგური ეკუთვნის ებრაულ კომპანიას, რომლის სიმძავრეა 4.2 მგვტ.

13. ერთი ობიექტი, რომლის სიმძლავრეა 0.51 მგვტ, ეკუთვნის ქართულ-გერმანულ კომპანიას.

14. აზერბაიჯანულ კომპანიას ეკუთვნის 1 ობიექტი, სიმძლავრე – 0.5 მგვტ

15. ერთი მცირე ელექტროსადგური ეკუთვნის ლატვიურ კომპანიას. სიმძლავრე 0.43 მგვტ

დაწვრილებით ინფორმაციას ჰესებისა და მცირე ელექტროსადგურების შესახებ ამ რუკიდან შეიტყობთ:

კომენტარები
Total
0
Shares
Next
თავდაცვის სამინისტრომ რუსეთუმე ლევან ვასაძის დის კომპანიისგან 129,800 ლარის ღირებულების ჩოხა-ახალუხი გამარტივებული შესყიდვით შეიძინა
vasadze

თავდაცვის სამინისტრომ რუსეთუმე ლევან ვასაძის დის კომპანიისგან 129,800 ლარის ღირებულების ჩოხა-ახალუხი გამარტივებული შესყიდვით შეიძინა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share