fbpx
cover saswrafo 1024x779 1

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს გათავისუფლების შესახებ აფრთხილებენ

საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში, კადრების შესაძლო შემცირების მიზნით, რეორგანიზაცია დაიწყო.

ამას ადასტურებს დოკუმენტი და ბრძანება, რომელიც “აი, ფაქტმა” მოიპოვა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომელებს ხელს აწერინებენ დოკუმენტზე, სადაც წერია, რომ ისინი გაფრთხილებული არიან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. ცენტრის დირექტორის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში კი ვკითხულობთ, რომ რეორგანიზაცია ოპერატიულობის ასამაღლებლად და ფუნქციონალური მოქნილობის გასაუმჯობესებლად მიმდინარეობს.

ამბის გასარკვევად “აი, ფაქტი” ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს, შემდეგ კი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდა. მათგან ვერ მივიღეთ პასუხი, თუ რა ბედი ელის თანამშრომლებს, ვინც ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს და რა პრინციპებით მოხდება მათი თავიდან შერჩევა. ვერც იმაზე გვიპასუხეს, რატომ ხდება კადრების შემცირება და ოპტიმიზაცია მაშინ, როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებში ისედაც ბრიგადებისა და კადრების ნაკლებობაა.

გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები და გვაცნობოთ, თქვენც მიიღეთ თუ არა მსგავსი დოკუმენტი ხელმოსაწერად.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ბაღების პერსონალს კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდება
baghebi pers

ბაღების პერსონალს კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდება

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share