fbpx
pages

ახალი პროპაგანდისტული გვერდები Facebook-ზე

ივლისში ფეისბუქზე ორი ახალი გვერდი გამოჩნდა, რომლებიც მთავრობის მხარდამჭერ მასალებს ავრცელებენ. ამ გვერდებმა, აგვისტოში რეკლამაზე $5,000 დახარჯეს.

1. საზოგადოება – ვებგვერდი: https://geosociety.ge/   

2.  გზავნილი • M O O D – ვებგვერდი: https://gzavnilinews.ge/

ორივე ვებგვერდი 7 ივლისს დარეგისტრირდა. Facebook-ზე კი 21 ივლისიდან გააქტიურდნენ. მათ უკვე არსებული გვერდები შეიძინეს და სახელები შეუცვალეს. ერთ შემთხვევაში ეს People From Batumi იყო; მეორეში კი M O O D-ი. გზავნილი M O O D -ის გვერდი  41,860 ადამიანს მოსწონს. გზავნილი კი 14,500-ს. 

ვებგვერდები კი სტატიებს 4 აგვისტოდან გვთავაზობს. სტატიების ნაწილი მთავრობასა და მათ რეფორმებს დადებითად ეხმიანება.

საიტები, ზოგჯერ, ერთი და იმავე შინაარსის სტატიებს გვთავაზობენ, განსხვავებული სურათით და ოდნავ შეცვლილი სათაურით. ორივე გვერდი ასპონსორებს ინფორმაციას მთავრობის ახალ სოციალურ პაკეტებზე და ოპოზიციის ლიდერებს ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენენ. ვებ-გვერდების დიზაინიც ერთმანეთს ჰგავს.

გარდა ზემოთაღწერილი საიტებისა და ფეისბუქის გვერდებისა, 2020 წლის 21 ივლისს  შეიქმნა “საინფორმაციო ბლოგი – Informative Blog.” მას ამჟამად 266 მომწონებელი ჰყავს. ამ გვერდმა აგვისტოში 100-100 დოლარით დაასპონსორა ფოტოზე მოცემული ორი პოსტი.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
დამალული მაგნატი, აფრიკული ასაფეთქებელი ნივთიერებები და სესხი არასანდო რეპუტაციის მქონე ბანკიდან: ბეირუთის აფეთქების საეჭვო გარემოებები
occrp

დამალული მაგნატი, აფრიკული ასაფეთქებელი ნივთიერებები და სესხი არასანდო რეპუტაციის მქონე ბანკიდან: ბეირუთის აფეთქების საეჭვო გარემოებები

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share