fbpx
ბიტფური და ბიტკოინი საქართველოში

“აი, ფაქტმა” სასამართლო დავა მოიგო: გაიგეთ, რა წერია მთავრობისა და “ბიტფურის” კონტრაქტში

“აი, ფაქტი” ორ წელზე მეტია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ითხოვს გლდანში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) ადმინისტრატორთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლს. თიზ-ის ტერიტორიაზე “ბიტფურის” ბიტკოინის მაინინგ ცენტრი მდებარეობს.

კომპანიამ ქვეყანაში საქმიანობა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “თანაინვესტირების ფონდის” დახმარებით დაიწყო და ჯერ გორში ააშენა მაინინგ ცენტრი, შემდეგ კი თბილისში. “ბიტფურის” მიერ დაფუძნებული კომპანია, შპს “ჯორჯიან ტექნოლოჯი პარკმა” 2015 წელს სახელმწიფოსგან თბილისში 18 ჰა მიწა 1 ლარად მიიღო.

მეტი ბიტკოინებისა და ბიტფურის შესახებ შეიტყვეთ “აი, ფაქტის” მიერ გასულ წლებში მომზადებული გამოძიებებიდან:

1. საქართველო – საგადასახადო სამოთხე “ბიტფურისთვის”

2. საქართველოში დაბალ ფასად წარმოებული მომგებიანი ბიტკოინი

რა წერია ხელშეკრულებაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ორი წელი არ გვაძლევდა?

1. ადმინისტრატორმა კომპანიამ თვითონ ან სხვა პირების დახმარებით თიზ-ის ტერიტორიაზე უნდა განახორციელოს მინიმუმ 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია 2055 წლის დეკემბრამდე;
2. 2055 წლამდე დაასაქმოს საქართველოს 40 მოქალაქე მაინც.

ამ პირობების სანაცვლოდ კომპანიამ მიიღო:

1. 18 ჰა მიწა 1 ლარად, რომლის საბაზრო ღირებულება იმ დროს 1,850,000 ლარი იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით;
2. საგადასახადო შეღავათები, რომლებიც თიზ-ში მდებარე კომპანიას ენიჭება: მოგების, ქონებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლება;

“ბიტფურისთვის” განკსაუთრებით მნიშვნელოვანი დღგ-სგან გათავისფულებაა, რადგან ამგვარად კომპანია 18 პროცენტით ნაკლებს იხდის მოხმარებულ ელ.ენერგიაზე. “ბიტფურის” ხელმძღვანელის, ვალერი ვავილოვის თქმით, მონაცემთა ცენტრების დანახარჯის 90-95 პროცენტი სწორედ ელ. ენერგიაზე მოდის, რადგან ცენტრებში განთავსებული სერვერები განუწყვეტლივ მუშაობენ, მსოფლიოში ბიტკოინით განხორციელებულ ტრანზაქციებს ამოწმებენ და სანაცვლოდ ახალ ბიტკოინებს მოიპოვებენ.

“აი, ფაქტის” სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნანა აფციაური განიხილავდა, სააპელაციო სასამართლოში კი ლევან მურუსიძე. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტრომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი დასაშვებად არ სცნო. “აი, ფაქტის” ინტერესს საქალაქო სასამართლოში ნინო მერებაშვილი, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) იურისტი იცავდა. საააპელაციო სასამართლოში კი, დავით მაისურაძე, შპს “თბილისი კონსალტინგ გრუპის” აღმასრულებელი დირექტორი.

სამინისტროსგან მიღებული დოკუმენტი, სრული სახით, იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ნეიტრალიტეტი = რუსულ ფანდს
neitraliteti

ნეიტრალიტეტი = რუსულ ფანდს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share