fbpx
bank

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში საქმიანობას წყვეტს

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში ფინანსურ საქმიანობას წყვეტს, რასაც მათი ვალის რესტრუქტურიზაციის პროგრამა ითვალისწინებს. ამჟამად ბანკის ვალი საერთაშორისო ბაზარზე 3.3 მილიარდი დოლარია.

აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილმა ბანკმა ეს განცხადება ორშაბათს გამოაქვეყნა საერთაშორისო ბანკებისა და ფონდებისთვის მომზადებულ 24 გვერდიან პრეზენტაციაში.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს ქვეყნის მთავრობა და რამდენიმე უცნობი კერძო მესაკუთრე ფლობს. ბოლო პერიოდში ბანკის აქციებში მთავრობის წილი გაიზარდა და ამჟამად საერთო რაოდენობის 90 პროცენტს აჭარბებს. აზერბაიჯანის მთავრობამ ბოლო სამი წლის მანძილზე ბანკის მხარდასაჭერად 7.5 მილიარდ დოლარამდე თანხა დახარჯა.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა ორშაბათს ლონდონში გამართულ შეხვედრაზე კრედიტორებს ალტერნატიული გეგმა შესთავაზა, რომლის თანახმად ზოგიერთ მათგანს 20 პროცენტიანი დანაკარგი ექნება. ამგვარი გეგმა ყველა კრედიტორისთვის მისაღები არ არის. ბანკის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ვალის რესტრუქტურიზაცია აგვისტომდე დასრულდება.

ბანკი ამ პროგრამის ფარგლებში საქმიანობის შეწყვეტას რუსეთშიდაც გეგმავს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
დოკუმენტაციის გარეშე დაწყებული მშენებლობა
barnovi

დოკუმენტაციის გარეშე დაწყებული მშენებლობა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share