fbpx
grigol kacia

ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია

🔍 #აიფაქტი: მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტად 2019 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მან ამ ადგილზე პეტრე ცაავა შეცვალა. კაცია საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. მიტროპოლიტმა სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლება რუსეთში მიიღო და საქართველოში 2005 წელს დაბრუნდა. იმავე წელს დაიწყო სწავლა სასულიერო აკადემიაში, 2010 წლის აგვისტოში კი ბერად აღიკვეცა. იმავე წლის ნოემბერში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია II-მ მღვდლად აკურთხა. ეპისკოპოსად კი 2013 წელს დაინიშნა ახლადშექმნილ მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიაში.

მიტროპოლიტი გრიგოლი რუსეთის საპატრიარქოს ვებგამოცემის, pravoslavie.ru-ს ერთ-ერთი ავტორია. ამასთანავე 2017 წელს რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების „აფხაზური კომისიის” წევრადაც დანიშნეს.

მიტროპოლიტი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ არ სურდა ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვრობა, რადგან სოხუმის ეპარქიისთვის ემზადებოდა.

მიტროპოლიტი გრიგოლი გამოირჩევა ეკლესიის იერარქიის ხაზგასმითა და კათოლიკოს-პატრიარქის ქმედებებს იესო ქრისტესას ადარებს.

მეუფე გრიგოლ კაცია ტყის კოდექსთან დაკავშირებით ამბობდა, რომ ტყეს ეკლესია დაიცავს და ამ კანონით ხელისუფლება, შეიძლება, ცდილობს ეკლესიას დაუბრუნოს ძველი დიდება.

ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია ფლობს სამ ბინას თბილისში:

2007 წელი – ფონიჭალაში, 59 კვ.მ. ბინა (15,000 ლარი)
2007 წელი – ფონიჭალაში, 18 კვ.მ. ბინა ($14,000)
2010 წელი – ფონიჭალაში, 40 კვ.მ. ბინა ($21,000)

მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს ერთ არაკომერციულ ორგანიზაციას:

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა- სკოლის საქმიანობაა ზოგადი განათლების ხელშეწყობა და მოსწავლეების ქრისტიანული წესით აღზრდა.

საჯარო რეესტრის დოკუმენტები იხილეთ ამ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1Lcza0_pyaD5UKaSMEg-3ezz5kQbn2Xw0?fbclid=IwAR0tr3r8sqXz_TZpccIr484brKcKoexb4S8koAF93SIulq9o5urAFqdUQyY

02

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი (ზურაბ) ჩეკურიშვილი
sergi

ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი (ზურაბ) ჩეკურიშვილი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share