fbpx
melqisedeki

მელქისედეკ ხაჩიძე – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე 1992 წლიდან საქართველოს სასულიერო აკადემიაში სწავლობდა, 1998 წლიდან კი სწავლა საბერძნეთში, ათენის უნივერსიტეტში, ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე გააგრძელა. ამავე უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურა და დოქტორანტურაც.
 
ეპისკოპოსი მელქისედეკი 2004 წელს დიაკვნად აკურთხეს, რამდენიმე დღეში კი მღვდლად. 2005 წელს ბერად აღიკვეცა. 2009 წელს კი ეპისკოპოსად ეკურთხა.
ეპისკოპოსი მელქისედეკი ხშირად გამოხატავს თავის პოზიციას მედიასთან და ეს პოზიცია, რიგ შემთხვევებში, საპატრიარქოს მაღალიერარქთა მოსაზრებებისგან განსხვავებულია. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ე.წ. “კარტოგრაფების საქმეზე” იყო, სადაც მან ბოდიში მოუხადა დაკავებულებს ასეთი დამოკიდებულების გამო და განაცხადა, რომ მათი უდანაშაულობის სჯერა.
 
კიდევ ერთი მაგალითი 2020 წლის აღდგომის წინა დღეებში ეპისკოპოსის განცხადებაა, სადაც ის თავის მრევლს მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ სახლში და სახლიდან ელოცათ აღდგომასაც. ეპისკოპოსი ხსნიდა, რომ ეს არც ღვთის უარყოფას ნიშნავდა და არც ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას.
 
ეპისკოპოსი მელქისედეკი სინოდის წევრების იმ მცირე ჯგუფშია, რომელიც რუსეთს ოკუპანტს ღიად უწოდებს და რუსეთის რბილ ძალაზეც ბევრს საუბრობს. ეს პოზიცია უცხოა მაშინ, როცა საპატრიარქოს ოფიციალური პირების დიდ ნაწილს რუსეთი ერთმორწმუნე ძმად მიაჩნია.
 
სინოდში დღეს მხოლოდ ხუთი წევრია ისეთი, რომელიც ბერად აღკვეცისას მიცემულ უპოვარების აღთქმას იცავს. მელქისედეკი მათ შორის არაა, რადგან მის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხული უძრავი ქონება ასე გამოიყურება:
1. 2003 წელი – 82 კვ.მ. ბინა თბილისში, დიდ დიღომში (6,000 ლარი);
2. 2012 წელი – 711 კვ.მ. მიწა თბილისში, სოფელ დიღომში ($18,500);
3. 2016 წელი – 3,300 კვ.მ. მიწა ზესტაფონში, სოფელ ცხრაწყაროში (აჩუქეს).
 

ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე ხელმძღვანელობს რვა ორგანიზაციას

1. ა(ა)იპ “ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდი;”
2. ა(ა)იპ “მარგვეთისა და უბისის ეპარქიის განვითარების ფონდი;”
3. ა(ა)იპ “ქ. ზესტაფონის წმინდა ბარბარეს სახელობის საბავშვო ბაგა-ბაღი;”
4. ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი;”
5. ა(ა)იპ “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია (ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა);”
6. ა(ა)იპ “ქ.ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის საბავშვო ბაგა-ბაღი;”
7. ა(ა)იპ “ქ. ზესტაფონის წმინდა ეკატერინეს სახელობის საბავშვო ბაგა-ბაღი;”
8. შპს “ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია.”
საჯარო რეესტრის დოკუმენტები იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/…/16aGhuC5t8XQrSuLK887vE8SRXCJ..

margveTi

კომენტარები
Total
0
Shares
Next
სამტრედიის მერია 16 წელია ეკლესიის მშენებლობას ასიათასობით ლარს წირავს
yuti bazarshi samtredia 1 1

სამტრედიის მერია 16 წელია ეკლესიის მშენებლობას ასიათასობით ლარს წირავს

თუ სამტრედიის ბიუჯეტს დავაკვირდებით, ვნახავთ რომ  ეპარქიისთვის მიცემული თანხები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share