fbpx
dimitri

ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი

🔍 #აიფაქტი: როგორ აგროვებს ბერი ასიათასობით ლარს უძრავი ქონების შესაძენად? ან სჭირდება თუ არა მას კეთილმოწყობილი სახლ-აგარაკი?

სჯულის კანონის თანხმად, ბერს საკუთრებაში ქონება არ უნდა გააჩნდეს. „ბერი არა მარტო აღკვეცისას, არამედ მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე უარს ამბობს პირადი ქონების ფლობაზე. მონაზონს არ უნდა გააჩნდეს საკუთარი არც ბინა, არც მამული, არც აქციები, არც მაღაზიები, არც ბიზნესი (პარადოქსიც კია) და არც არაფერი ამდაგვარი. თუ რამ ქონება გააჩნდა აღკვეცამდე, უნდა გასცეს და მიწიერისგან სრულიად თავისუფალი შეუდგეს ბერობას,“ წერს საკუთარ გვერდზე მღვდელი თამაზ ლომიძე.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქის ძმისშვილი (ერისკაცობაში – ნოდარ შიოლაშვილი), ბერად 1996 წელს აღიკვეცა. მიტროპოლიტობა კი 2007 წელს ებოძა.

ბერად აღკვეცის შემდეგ მიტროპოლიტის ნაგროვები უძრავი ქონება ასე გამოიყურება:

1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა წილკანში, რომელიც მიტროპოლიტს მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ბრძანებულებით გადასცა 2007 წლის 15 სექტემბერს.

1811 კვ.მ. მიწა, ორი შენობა-ნაგებობით ყაზბეგის რაიონში, სოფელ აჩხოტში. საჯარო რეესტრმა არ გამოგვიგზავნა ის დოკუმენტი, რომელიც ქონებაზე უფლების წარმომავლობას ადასტურებს. სახლის ფოტოებს კომენტარებში იხილავთ ვრცლად.

2011 წლის 11 აპრილს მიტროპოლიტმა 266,862 ლარად იყიდა ბინა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე (157.5 კვ.მ.) და ერთ კვირაში ეკატერინე შიოლაშვილს აჩუქა.

უძრავი ქონების ამსახველი დოკუმენტები იხილეთ ბმულზე: https://rb.gy/olpae1

მიტროპოლიტი დიმიტრი ხელმძღვანელობს კერძო პირებისა და საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ შემდეგ არაკომერციულ ორგანიზაციებს:

• ფონდი „ბავშვები ჩვენი მომავალია“
• „ფერიის მთაზე მშენებარე სამონასტრო კომპლექსისა და სხვა ეკლესია-მონასტრების რესტავრაცია-მშენებლობის ფონდი“
• „ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრი“
• ალექსანდრე და ნატალია ჩხიკვაძეების სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ,,ბერიკა“
• ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდი

shio 1

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ონის მერიამ სოფელ შქმერის ეკლესიის კეთილმოწყობისთვის 114,428 ლარი დახარჯა.
shkmeri

ონის მერიამ სოფელ შქმერის ეკლესიის კეთილმოწყობისთვის 114,428 ლარი დახარჯა.

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share