fbpx
teoddore

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (დიმიტრი) ჭუაძე

🔍 #აიფაქტი: დროდადრო ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (დიმიტრი) ჭუაძე რუსეთის საპატრიარქოს კარს სტუმრობს. 2009 წლის თებერვალში ის პატრიარქ კირილეს კურთხევის ცერემონიაზე ჩასულ ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

2017 წლის დეკემბერში რუსეთს კიდევ ერთხელ, პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეზე ეწვია. ის სასულიერო პირების გარდა, პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდა. “აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი შეხვედრებზე ყოველთვის დგება. საუბარი აუცილებელია ნებისმიერ მხარესთან, რომელსაც შეუძლია, რამე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ურთიერთობაზე,” – ამბობდა მიტროპოლიტი რუსეთში გამგზავრებამდე.

მეუფე თეოდორე კორონავირუსის პანდემიისას, სააღდგომო ლიტურგიამდე ამბობდა: “ვერავის მოვუწოდებთ რომ სახლში დარჩეს, ადამიანს როცა სჭირდება ღმერთთან მისვლა, უნდა მივიდეს. არ შეიძლება ცხოვრება გავაჩეროთ, გადაიკეტოს ყველაფერი და მსოფლიო გაჩერდეს. ზიარებით არავის გადაედება.”

მიტროპოლიტი თეოდორე საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსია. მან სასულიერო ცხოვრება 1991 წელს, ბერად აღკვეცით დაიწყო. შემდეგ ეპისკოპოსი და მთავარეპისკოპოსი გახდა, მიტროპოლიტობა კი 2006 წელს ებოძა.

მღვდელმთავარმა სასულიერო განათლება ახალციხის სემინარიაში მიიღო. მანამდე, სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლობდა. 1986-88 წლებში, საბჭოთა არმიაშიც მსახურობდა.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა 19 წლის წინ, ბერად აღკვეცისას, უპოვარების აღთქმა დადო. ამ პირობით, მეუფე თეოდორე ახლა არაფრის მქონე უნდა იყოს, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის ფლობს:

80 კვ.მ. ბინას თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, რომელიც 2010 წლის 28 აპრილს 25,000 ლარად იყიდა.
99 კვ.მ. ბინას თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. უძრავი ქონება 2016 წლის 8 სექტემბერს, 25,289 აშშ დოლარად შეიძინა. აქვე ჭუაძემ 3 ავტოსადგომი იყიდა და ჯამში 9,800 აშშ დოლარი გადაიხადა.

მღვდელმთავარი 2003-2004 წლებში საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს მართავდა. 2004-2005 წლებში კი თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორი იყო. 2014 წლიდან, მიტროპოლიტი თეოდორე ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორია.

მეუფე თეოდორე ჩართულია არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობაში. ის ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის განვითარების ფონდისა და გრიგოლ ხანძთელის საზოგადოების დამფუძნებელია.

საჯარო რეესტრის დოკუმენტები იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1B8S07vu3cX-L18dbBfgOhPXfskv_XJCP?fbclid=IwAR3RAlqoYxEWgRSobaoEeitxEVboRfYJImvkVD8Rb-_fOS7ReThfXhQ7ZWk

05

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი
iobi

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share