fbpx
lataria

ლატარიის კომპანია სექტემბრიდან ბაზარს ტოვებს

1 სექტემბერს ლატარიის ბილეთების მფლობელებს შანსი აქვთ მეტი ფული მოიგონ, ვიდრე დღეს. ლატარიის კომპანია საქმიანობას წყვეტს და მთელ სარეზერვო და საპრიზო ფონდებს ბოლო გათამაშების გამარჯვებულებს დაურიგებს.

1 სექტემბრამდე კი კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიის” 70 პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. ლატარიის ორგანიზების ლიცენზია კომპანიამ 2009 წელს მოიპოვა და ბაზრის მონოპოლისტიც გახდა. კომპანიის მაშინდელ მმართველებსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანიას იმაზე დიდი გადასახადები დაუწესდა, ვიდრე გადახდა შეეძლო. დღეისთვის შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიის” დავალიანება ასეულობით მილიონ ლარს აღწევს.

ლატარიის კომპანიის შესახებ “აი, ფაქტმა” ვრცელი სტატია 2016 წლის ივლისში გამოაქვეყნა და დღემდე თვალყურს ადევნებს ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებს. აქვე გთავაზობთ ამ თემაზე მომზადებულ სტატიებს:

1. მოიგო თუ წააგო სახელმწიფომ ლატარიაში?
2. ლატარიის ჩატარებისთვის საჭირო ლიცენზია სხვისდება

ფინანსთა სამინისტრომ ლიცენზიის ახალი მფლობელი უკვე გამოავლინა. მომდევნო 10 წლის მანძილზე საქართველოში ლატარიის თამაშებს შპს “ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” გაუწევს ორგანიზებას.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
საპატრიარქოს კაპიტალი
kapitali

საპატრიარქოს კაპიტალი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share